გორში ბიზნესმენი მოკლეს

გორში ბიზნესმენი გურამ გოგიჩაიშვილი მოკლეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევა წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ოფისის შენობის შიგნით, ეზოში მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და ამჟამად შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. უწყებაში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.