საქართველოს პირველი ლედის ძმის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში მიხეილ მგალობლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებენ. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მგალობლიშვილის ადვოკატმა, ზაზა მიქატაძემ დაუდასტურა.
მიქატაძის თქმით, დაცვის მხარე ექსპერტიზის დასკვნასაც დაასაჩივრებს, რომლის მიხედვითად, პირველი ლედის ძმის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ორი ცეცხლსასროლი იარაღი სროლისთვის ვარგისად იქნა მიჩნეული:
მიხეილ მგალობლიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.