ახალგორთან გამსვლელ პუნქტზე შესაძლოა საბაჟო გაიხსნას

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის ხელძღვანელი, მურატ ცხოვრებოვი აცხადებს, რომ  “საქართველოსთან საზღვარზე სატრანზიტო ტრანსპორტისთვის კავკასიის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებში, შესაძლოა, საბაჟო პოსტი გაიხსნას”.  ინფორმაციას რუსული სააგენტო სპუტნიკი ავრცელებს.

საუბარია ახალგორთან, ან როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში უწოდებენ, ლენინგორთან, არსებულ “რაზდახანის” გამსვლელ პუნქტზე, რომელსაც რუსი მესაზღვრეები სრულად აკონტროლებენ.

მურატ ცხოვრებოვი ამბობს, რომ ამჟამად გამსვლელი პუქნტის საშუალებით, საიდანაც ქართული მხრიდან ხილის, ბოსტნეულისა და სხვადასხვა პრუდუქციის გატანა ხდება, ერთ ადამიანს მხოლოდ 50 კილოგრამი ტვირთის გადატანა შეუძლია:

“ყველაფერთან ერთად, ეს სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტში მნიშვნელოვან შემოსავლებს მოიტანს”.