ჯო ბაიდენი ობამამ თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ჯერ კიდევ მოქმედი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბარაკ ობამამ თავისუფლების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ამერიკელი ხალხისთვის ერთგულების, ქვეყნის სიყვარულისა და გაწეული სამსახურისთვის დააჯილდოვა.

“საუკეთესო არჩევანი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სრულიად ამერიკელი ხალხისთვის”, – განაცხადა ბარაკ ობამამ დაჯილდოვების ცერემონიაზე. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა გაიხუმრა კიდეც, რომ ამით ინტერნეტსაზოგადოებას ბოლო შანსი მისცა მათი მეგობრობის შესახებ იხუმრონ.

ჯილდო ბაიდენისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბაიდენის თქმით, მას ეგონა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წევრებთან ერთად, წარმოუდგენელი გზის შესაჯამებლად დაიბარეს, რომელიც ერთად განვლეს:

“ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან და თქვენს ოჯახთან ვალში ვარ, ვალში ვარ თქვენი მეგობრობის გამო” – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავისუფლების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი , თეთრი სახლი, ვაშინგტონი. 12 იანვარი 2017. credit: EPA/MICHAEL REYNOLDS

თავისუფლების ორდენი აშშ-ში ყველაზე მაღალი სამოქალაქო ჯილდოა. ის 1963 წელს პრეზიდენტმა კენედიმ დააარსა.

როგორც ჯო ბაიდენი ამბობს, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და მას შემდეგ, რაც 20 იანვარს თეთრ სახლს დატოვებს, აქტიურად გააგრძელებს მოღვაწეობას, როგორც დემოკრატიული პარტიის წევრი.