ანონსი- 11 დეკემბერი

გთავაზობთ ოთხშაბათს, 11 დეკემბერს დაგეგმილი მოვლენების ანონსს:


 

09:00  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.


 

11:00  ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შრომის ინსპექტირების 2016 წლის ანგარიშსა და მომავალი წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. მისამართი: აკ. წერეთლის გამზ. #144, თბილისი (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)


11.00  ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში დოკუმენტის „წინასწარი პატიმრობის გამოყენების შეფასების ინსტრუმენტი“  პრეზენტაციას გამართავს. .  დოკუმენტი წარმოადგენს  გზამკვლევს  წინასწარი პატიმრობის გამოყენების პრაქტიკის შიდა შეფასების მეთოდოლოგიის განვითარებისთვის და ამასთანავე,  შეიცავს რჩევებს წინასწარი პატიმრობის გამოყენების ანალიზისას სტატისტიკური და თემატური კვლევების მეთოდების შესახებ. სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“