საჯარო სამსახურის ბიუროს საიტი declaration.gov.ge გათიშულია

საჯარო სამსახურის ბიუროს კუთვნილი ვებსაიტი www.declaration.gov.ge, სადაც თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ქვეყნდება, არ მუშაობს.

ბიუროს პრესსამსახურის განმარტებით, საიტი გათიშულია, რადგან “ხდება ინფორმაციების გადატანა”:

“დაიწერა ახალი პროგრამა დეკლარაციების მონიტორინგის მიზნით და ძველში არსებული ინფორმაცია გადაგვაქვს ახალზე”, – უთხრეს ნეტგაზეთს ბიუროში.

სხვა განმარტებებს ბიურო ამ საკითხის შესახებ არ აკეთებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საიტი, სავარაუდოდ, ხვალ, 10 იანვარს, ჩაირთვება იმავე ელექტრონულ მისამართზე – www.declaration.gov.ge.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებსაიტზე ამჟამად გაფრთხილება ჩანს, რომლის მიხედვითაც საიტზე შესვლისას შესაძლებელია თავდამსხმელები მომხმარებლის პაროლების, საკრედიტო ბარათების ან შეტყობინებების მოპარვას ცდილობდნენ. საიტი გათიშულია. 09.01.2017