“ოქროს გლობუსის” 74-ე დაჯილდოების ცერემონია 8 იანვარს გაიმართა. შოუს წელს ჯიმი ფელონი მასპინძლობდა. ყველაზე მეტი, 7 ჯილდო ფილმს ლა ლა ლენდი (La La Land) ერგო. მერილ სტრიპმა კი, რომელსაც საპატიო გლობუსი გადასცეს, თავის სიტყვაში ძირითადად დონალდ ტრამპის შესახებ ისაუბრა.
გამარჯვებულების სრული სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო ფილმი/დრამა:
საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი:
საუკეთესო კაცი მსახიობი (დრამაში):
- კეისი აფლეკი – მანჩესტერი ზღვასთან (Manchester by the Sea)
საუკეთესო ქალი მსახიობი (დრამა):
- იზაბელ იუპერი – “ის ქალი” (Elle)
საუკეთესო კაცი მსახიობი (კომედია/მიუზიკლი):
- რაიან გოსლინგი- ლა ლა ლენდი (La La Land)
საუკეთესო ქალი მსახიობი (კომედია/მიუზიკლი):
- ემა სტოუნი- ლა ლა ლენდი (La La Land)
საუკეთესო კაცი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისთვის:
- აარონ-ტეილორ ჯონსონი – წყვდიადის ცხოველები (Nocturnal Animals)
საუკეთესოო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისთვის:
- ვაიოლა დევისი – Fences
საუკეთესო რეჟისორი:
- დამიენ ჩაზელი – “ლა ლა ლენდი”
საუკეთესო სცენარი:
- დემიენ ჩაზელი – “ლა ლა ლენდი”
საუკეთესო სიმღერა ფილმისათვის:
საუკეთესო მუსიკა ფილმისათვის:
- La La Land
საუკეთესო სატელევიზიო სერიები:
საუკეთესო ანიმაცია:
უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში პოლ ვერჰოვენის ფილმმა “ის ქალი” გაიმარჯვა. რაც შეეხება სატელევიზიო შოუებს, საუკეთესო მსახიობი კაცი ბილი ბობ ტორტონი გახდა “გოლიათში” შესრულებული როლისთვის, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალი კლერ ფოი გახდა “გვირგვინში” შესრულებული როლისთვის. სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საპატიო ოქროს გლობუსი წელს მსახიობს მერილ სტრიპს გადასცეს, რომელიც უკვე 30-ჯერ იყო ნომინირებული ამ ჯილდოზე და 8 მათგანი მოიპოვა კიდეც. მერილ სტრიპმა თავის სამადლობელ სიტყვაში ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამის შესახებ ისაუბრა:
“წელს ერთმა შესრულებამ გამაოცა, არა იმიტომ, რომ ეს კარგი შესრულება იყო, პირიქით მასში არაფერი კარგი არ ყოფილა, მაგრამ ის ეფექტური იყო და მისი საქმე შეასრულა. საზოგადოებას აიძულა გულიანად ეცინა. […] მომენტი როდესაც ადამიანს სურს ყველაზე საპატივსაცემო ადგილი დაიკავოს ამ ქვეყანაში, ის კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რეპორტიორს დასცინის. ამ სცენამ გული გამიტეხა, ახლაც არ ამომდის თავიდან ეს სცენა, რადგან ეს კინოში კი არა რეალურ ცხოვრებაში ხდებოდა.
ეს დამცირების ინსტინქტი, რომელიც საჯარო პლატფორმიდან მოდის, ისეთი ადამიანისგან ვისაც ძალაუფლება აქვს, სხვა ადამიანებს ნებას რთავს მსგავსად მოიქცნენ […] უპატივცემულობა იწვევს უპატივცემულობას, ძალადობა იწვევს ძალადობას, როდესაც ძალაუფლების მქონე პირი მის პრივილეგირებულ პოზიციას სხვის დასამცირებლად იყენებს ჩვენ ყველანი ვმარცხდებით””- განაცხადა სტრიპმა.
“ოქროს გლობუსის” ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია ადგენს. ცერემონიალს ხშირად მოიხსენიებენ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების რეპეტიციად, ოსკარის ნომინატების სია ჯერ ცნობილი არ არის.