39 დაღუპული, 69 დაშავებული – თავდასხმა სტამბოლის ღამის კლუბში

სულ მცირე 39 დაიღუპა და 69 დაშავდა თურქეთში, სტამბოლის ღამის კლუბში ახალი წლის ღამეს თავდასხმის შედეგად. თავდასხმა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 01.30 საათზე მოხდა.

ინფორმაციას ბიბისი და სხვა საერთაშორისო გამოცემები ავრცელებენ.

CNN Turk -ის ცნობით თავდამსხმელს სანტა კლაუსისი ფორმა ეცვა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მოკლულია, თუმცა ფრანს პრესის ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი არ არის მოკლული და არც დაკავებული.

მინისტრის თქმით, დაღუპულებს შორის 16 უცხოელია.

თავდასხმა თურქეთში ღამის კლუბზე. ფოტო: EPA/STR