ლავროვი პუტინს რუსეთიდან 35 ამერიკელი დიპლომატის გაძევებას სთავაზობს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი პუტინს რუსეთიდან 35 ამერიკელი დიპლომატის გაძევებას სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერფაქსი” ავრცელებს.

ლავროვის თქმით, აშშ-დან 35 რუსი დიპლომატის გაძევება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და რუსეთის ფედერაციამ აშშ-ის ქმედებას ადეკვატურად უნდა უპასუხოს. გამომდინარე აქედან, ლავროვი რუსეთის პრეზიდენტს 35 ამერიკელი ტიპლომატის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას სთავაზობს.

BBC-ის ცნობით, გუშინ, 29 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთის 35 დიპლომატი გააძევეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სავარაუდო კიბერშტევების საპასუხოდ.

სახელმწიფო დეპარატამენტმა დედაქალაქ ვაშინგტონში განთავსებულ საელჩოსა და სან-ფრანცისკოში განთავსებულ საკონსულოში მომუშავე 35 დიპლომატსა და მათ ოჯახებს 72- საათიანი ვადა მისცა ქვეყნის დასატოვებლად.

სანქციებს ასევე მოელიან 9 გაერთიანებისა და პირების, მათ შორის რუსეთის სადაზვერვო და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თამაშრმლების მიმართ.

აშშ-ის სადამსჯელო პასუხი ასევე გულისხმობს მერილენდსა და ნიუ იორკში ორი რუსული გაერთიანების გაუქმებას, რომელსაც გამოიყენებდნენ ინფორმაციის მოგროვებისთვის.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ  განაცხადა, რომ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამდა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ბრალი დასდო რუსეთს დემოკრატიული პარტიისა და ჰილარი კლინტონის კამპანიის საწინააღმდეგო კიბერშეტევების განხორციელებაში, რასაც რუსეთი არ ეთანხმება.