დღეს, 29 დეკემბერს, საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო  – ძლიერი ქარბუქის, ლიპყინულისა და შეზღუდული ხილვადობის გამო სულდა-თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობაზე შეზრუდვები მოქმედებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ36 (სულდა-თურქეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *