ქუცნაშვილი: კვორუმის დაწევაზე სასამართლოს გადაწყვეტილება მაინცდამაინც არ მომწონს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის ზოგიერთი ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადებით სასამართლომ მართვის აქამდე არსებული პრაქტიკა დაიცვა. 

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, იმ ნაწილის გაუქმება, რომელიც ერთი და იმავე პირის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობების ხელმეორედ დაკავებას ეხება, ნორმალურია. თუმცა, მისივე განმარტებით, არასწორია გადაწყვეტილების მიღების კვორუმის დაწევა:

“სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობა იყო საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლომ მიიჩნია, რომ  დამსწრეთა უმრავლესობით უნდა გადაწყდეს. ამით გამარტივდა არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. რაც მე მაინცდამაინც არ მომწონს, ” – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ რამდენიმე თვის წინ შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 29 დეკემბერს არაკონსტიტუციურად ცნო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მოქალაქეთა ჯგუფმა და საქართველოს პარლამენტის 38-მა დეპუტატმა მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო: