საკონსიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები არაკონსტიტუციურად ცნეს

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ რამდნეიმე თვის წინ შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 29 დეკემბერს არაკონსტიტუციურად ცნო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხივნით მოქალაქეთა ჯგუფმა და საქართველოს პარლამენტის 38-მა დეპუტატმა მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო:

[checklist]

[/checklist]

 

 

პლენუმმა კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია:

[checklist]

[/checklist]

გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს ორი წევრის განსხვავებული აზრი.

“ირინე იმერლიშვილმა და მაია კოპალეიშვილმა გამოთქვეს განსხვავებული აზრი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობის ხელმეორედ დაკავების ამკრძალავი წესი. ამასთან, მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა გამოთქვა განსხვავებული აზრი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც კონსტიტუციის შესაბამისად იქნა ცნობილი ის ნორმა, რომელიც კოლეგიის წევრს აღჭურავს უფლებამოსილებით, იშუამდგომლოს საქმის პლენუმზე განსახილველად გადაცემის თაობაზე,”- ვკითხულობთ საკონსიტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.