EMC საპოლიციო რეიდის შესახებ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ინფორმაციით, EMC– იმ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება სპეციალური საპოლიციო კონტროლი, ე.წ. რეიდი.

EMC–ის განცხადებით, სარჩელში აღნიშნულია, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 (ფიზიკური თავისუფლების უფლება) და მე-20 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) მუხლებით დაცული უფლები.

სარჩელში გამოკვეთილია რამდენიმე გარემოება, რომელიც ნათლად აჩვენებს ხსენებული ღონისძიების არაკონსტიტუციურობას, მათ შორის:

  1.  რეიდის ჩატარების საფუძველი:
  2. რეიდის მასშტაბები:

“ზემოაღნიშნულის საფუძველზე, EMC მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და მე-20 მუხლების პირველ პუნქტებს და, შესაბამისად, აუცილებელია არსებული ფორმით საპოლიციო რეიდის გაუქმება და მისი საფუძვლიანი რეფორმირება.” – აცხადებენ ორგანიზაციაში.