თბილისში საქართველოს ბანკის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

26 დეკემბერს თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა საქართველოს ბანკის “ექსპრესს ბანკის” ფილიალზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმე სსსკ-ის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

2016 წლის განმავლობაში საქართველოს ბანკი რამდენჯერმე დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, 2016 წლის 9 თვეში თბილისში რვაჯერ განხორციელდა ბანკებზე ყაჩაღური თავდასხმა. ვრცლად გაეცანით ბმულზე.