სასამართლომ მაესტროს ლოგო გიორგი გაჩეჩილაძეს მიაკუთვნა

დღეს, 26 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია მაესტროს ლოგო გიორგი გაჩეჩილაძეს მიაკუთვნა.

ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბაჩო კიკაბიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა, რომელიც სასამართლოს დახმარებით ცდილობს მაესტროს ხელში ჩაგდებას.

კიკაბიძის თქმით, ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებლების 75%-მა ლოგო მიაკუთვნა მას სამართლიანად, ხოლო იმ 25%-მა, რომელმაც არ იცოდა, რა ხდებოდა ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში, განსხვავებული პოზიცია დაიკავა.

ბაჩო კიკაბიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტლებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და თუ საჭირო გახდება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართავს.