რუსული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფას 90–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სამხედრო თვითმფრინავმა Ту-154, რომელიც სოჭიდან სირიის მიმართულებით ასრულებდა რეისს, დღეს დილას რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავში 90–ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ სამხედროები, ჟურნალისტები, არტისტები, ექიმები.

ჯგუფი სირიაში სამხედრო ბაზაზე საახალწლო ღონისძიებისთვის მიფრინავდა. თვითფრინავის ნაწილები შავ ზღვაში ჩავარდა.

თვითმფრინავი 1983 წელს იყო გამოშვებული და ბოლოს რემონტი 2014 წელს ჩაუტარდა, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმური შემოწმება გაიარა.