ხმაური მთაწმინდის ოლქის #20 უბანზე [Video]

პირველი ამომრჩეველი უბანზე 8:10 საათზე შევიდა. კომისიის თავმჯდომარემ საკმაოდ უხეშად და მკაცრად მოითხოვა დამკვირვებლებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზაციებს – “კავკასიური დიალოგის ცენტრი” და “თავისუფალი განვითარების და უფლებების დაცვის ასოციაცია”, დაეცვათ დისტანცია, როდესაც ისინი რეგისტრატორების მუშაობას აკვირდებოდნენ აღნიშნულ ამომრჩეველთან მიმართებაში.

 

საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებსა და “ქართული ოცნების” დამკვირვებელს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ ნანა მალაციძე გააფორმეს როგორც საჩივრებზე დამკვირვებელი მაშინ, როცა ის მოითხოვდა რეგისტრატორებზე დაკვირვებას, რისი უფლებაც მას კომისიამ არ მისცა. თავმჯდომარემ მას განუცხადა, რომ დაეკავებინა მხოლოდ ერთი ადგილი, საიდანაც ის განახორციელებს დაკვირვების პროცესს.

 

საარჩევნო კომისია დილის 7:00 საათზე შეიკრიბა და წილისყრის შედეგად კომისიის წევრებს შორის უფლებამოსილება შემდეგნაიარად გადანაწილდა: გადასატანი ყუთი – ქდმ და “ლეიბორისტული პარტია”, რეგისტრატორები კომიიის წევრები ოლქიდან.

 

ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 1457 ამომრჩეველი, სპეცსიაში – 6, გადასატანი ყუთის სიაში – 21. ბიულეტენებისა და კონვერტების რაოდენობაა 1300 ცალი.

არჩევნებს მთაწმინდის ოლქის #20 უბანზე ამ დროისთვის 21 დამკვირვებელი აკვირდება, მათ შორის არიან ეუთოს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის, ახალი თაობა ახალია ინიციატივის,  თავისუფალი არჩევანი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ამომრჩეველთა ლიგის წარმომადგენლები.

 

მედიაორგანიზაციებიდან ადგილზე მხოლოდ “ნეტგაზეთის” რეპორტიორი იმყოფება.