ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიამ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩია დონალდ ტრამპი. გამარჯვებიდან 6 კვირის შემდეგ რესპუბლიკული პარტიის კანდიდატს გამარჯვების ფორმალურად დასადასტურებლად საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა სჭირდებოდა. ტრამპის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ორმა დელეგატმა მისცა ტეხასის შტატიდან.
19 დეკემბერს, ხმის მიცემის პროცედურის ჩატარებამდე და მას შემდეგაც, შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრატებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია და გააპროტესტეს დონალდ ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევის ფაქტი.