ავტომობილის, საწვავის და თამბაქოს აქციზი გაძვირდა

დღეს, 16 დეკემბერს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 93 ხმით 4-ის წინააღმდეგ  დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით, სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე აქციზის საფასური ძვირდება.

“საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული კანონპროექტს პარლამენტმა 103 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

ინიციატივის მიხედვით,  ძვირდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი [სამჯერ] ავტომობილების, საწვავის  და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, რაც ავტომატურად გამოიწვევს  ავტომანქანების გაძვირებას.  ხოლო მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადი უწესდებათ. ასევე, ძვირდება თამბაქოს აქციზის საფასური და   აზარტული  თამაშის მოსაკრებლის რაოდენობა.