ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს “ოსკარის” უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში პირველი შესარჩევის ტურის შედეგები უკვე ცნობილია. შერჩეულ 9 ფილმს შორის ვერ მოხვდა რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი”, რომელიც კონკურსში საქართველოდან გაიგზავნა. 5 ფილმი, რომელიც ოფიციალურად კატეგორიაში წარდგება, საბოლოოდ 13-15 იანვარს შეირჩევა.
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ტიტულისათვის ბროლას გააგრძელებენ ფილმები:
რჩეულებში ვერ მოხვდა პედრო ალმადოვარის “ხულიეტა”, პოლ ვერჰოევენის “ის ქალი” და პაბლო ლარენის “ნერუდა”, რომლებიც ამ დრომდე კატეგორიის ფავორიტებად მოიაზრებოდნენ.
რუსუდან გლუჯიძის ფილმი ოსკარზე წარსადგენად საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ჟიურიმ შეარჩია. ფილმმა ასევე თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ტიტული დაიმსახურა, თუმცა კინოკრიტიკოსები და მაყურებლები ფილმს არაერთგვაროვნად აფასებდნენ.