ბარსელონაში საქართველოს კონსულმა თანამდებობა დატოვა

საგრეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბარსელონაში საქართველოს კონსულმა პაატა პაპუაშვილმა თანამდებობა დატოვა. სამინისტროს, პრესამსახურის წარმომადგენლის ბელა გომურაშვილის განცხადებით,  მიზეზებზე ვერ ისაუბრებს და ერთადერთი რისი თქმაც შეუძლია, არის ის რომ პაპუაშვილი კონსული აღარ არის.

შეგახსენებთ, რომ დღეს, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც,  ბარსელონაში საქართველოს კონსულმა პაატა პაპუაშვილმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.