პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

ლაშა ზურაბის ძე მესხია და დავით გიორგის ძე ფაცაცია, რომლებიც „BMW”-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, საპატრულო პოლიციამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

 

მათ ბრალად პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.

 

ანალოგიური ბრალდებით არიან დაკავებული შოთა გელას ძე ბაზერაშვილი და კონსტანტინე ზურაბის ძე ლაბარტყავა. ისინი „Chevrolet” მარკის ავტომანქანით წურწუმიას ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, როცა საპატრულო პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

 

ოთხივე დაკავებულს პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენა. ისინი გადაყვანილი არიან სასამართლოში.