ევროპარლამენტში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდნენ

ევროპარლამენტი, ევროსაბჭო და ასევე ევროკომისია დღეს გამართულ საერთო შეხვედრაზე ევროკავშირში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდნენ.

შედეგად, საქართველოსათვის, უკრაინისა და კოსოვოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე პარლამენტი მომავალ კვირას იმსჯელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტარი კატი პირი ავრცელებს.

Finally agreement on suspension mechanism, so we can vote next week for visa free travel for Georgians and Ukrainians.

— Kati Piri (@KatiPiri) December 7, 2016

ევროპარლამენტი საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის ხელისშემშლელ ფაქტორად ამ დრომდე შეჩერების მექანიზმს ასახელებდა, რომელზეც წევრ ქვეყნებს არაერთგვაროვანი პოზიციები ჰქონდათ.