09:30 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ევროკავშირის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში ორგანიზებული სტრატეგიული სემინარი გაიმართება.

11:00 საათზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში (მის: შ. დადიანის №21, თავისუფლების მოედანი) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის №9 ანგარიშის პრეზენტაციას გამართვას, რომელიც მოიცავს 2016 წლის თებერვალი-ივლისის პერიოდს.

12:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია შეეხება ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც ითვალისწინებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანების არაკონსტიტუციურად ცნობას. მისამართი: მ.ქანთარიას 11ა


 

12:00 სთ – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

13:00 სთ – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

16:00 სთ – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეხვედრა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *