გაუმჭვირვალობა და პოლიტიკური გავლენა სახელმწიფო საწარმოებში – TI-ის კვლევა

პოლიტიკური გავლენა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაბალი სტანდარტი და არაეფექტური მართვის პრინციპები, – ეს ის საკითხებია, რომლებიც  “საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებს აწუხებს.

“საქართველომ დალია წვრილმანი კორუფცია, თუმცა დღეს, როგორც ჩვენი, ისე ხელისუფლების მთავარი საზრუნავია, კორუფციის უფრო კომპლექსური ფორმები, რომელიც განსხვავდება წვრილმანი მექრთამეობისგან, რომლებთანაც მოქალაქეებს არ აქვთ შეხება ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა არანაკლებ საიანოა ქვეყნისთვის”, – ამბობს ერეკლე ურუშაე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წევრი.

კვლევაში, რომლითაც ორგანიაციამ 5 სახელმწიფო საწარმოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და კორუფციის პრევენცია შეისწავლა, მოცემულია:

[crosslist]

[/crosslist]

“უმჯობესია არსებობდეს ერთი და ძლიერი მაკოორდინებელი ორგანო, რომელსაც ექნება სრული ინფორმაცია ყველა საწარმოზე. ეს ადვილს გახდის იმას, რომ [ორგანო] ანგარიშით წარდგეს პარლამენტში და პარლამენტი უფრო აქტიურად ჩაერთოს”, – ამბობს გიორგი ნასრაშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსი, რომელიც აღნიშნულ კვლევაზე მუშაობდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”  რეკომენდაციაა:

[checklist]

[/checklist]

კონკრეტული მაგალითები

კვლევის მიხედვით, მაგალითად, სახელმწიფო კომპანიის, “საქართველოს ფოსტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ 2011 წელს ყოფილი ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დაინიშნა, ფოსტის გენერალურ დირექტორად კი ყოფილი მაღალჩინოსანი – ლევან ვასაე.

კვლევის მიხედვით, პოლიტიკური გავლენებისგან ფოსტა 2012 წლის საპარლამენტო არჩვენებისა და მთავრობის შეცვლის შემდეგაც არ გათავისუფლებულა. 2012 წელს ლევან ვასაე ლევან ჩიკვაიემ ჩაანაცვლა, ვინც 2012 წლის არჩევნებამდე “ამომრჩეველთა ლიგის” დირექტორი იყო. “ამომრჩეველთა ლიგის” დამფუნებლები იმჟამად არსებული ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი პირები იყვნენ, ხოლო ორგანიზაცია აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა ფინანსური მონიტორინგის სუბიექტად მიიჩნია.

7547

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭო გააუქმეს არაეფექტურად მუშაობის გამო, კომპანიის წმინდა მოგება შემცირდა, ხოლო 2014 წელს გასულ წლებთან შედარებით სახელფასო ანაზღაურება გაიზარდა.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, არის “საქართველოს რკინიგზა”, რომლის სამეთვალყურეო საბჭო 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეიცვალა, და მისი თამჯდომარე “ამომჩეველთა ლიგის” კიდევ ერთი დამფუნებელი კოკა გუნცაე გახდა.

კვლევის კიდევ ერთი ობიექტი “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” იყო, რომლის დირექტორად საპარტნიორო ფონდის ინიციატივით 2012 წლის ნოემბერში დავით თვალაბეიშვილი დანიშნეს, თვალაბეიშვილი კოკა კოკოლაშვილმა შეცვალა. გამჭვირვალობის ცნობით, ორივე მათგანი პარტია “ქართული ოცნების” დამფინანსებელთა სიაშიც ფიგურირებენ.

“საქართველოს რკინიგზის”, “ნავთობისა და გაზის კორპორაციის”, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა” და “ელექტროენერგეტიკული სისტემების კომერციული ოპერატორის” მაკოორდინებელი რგოლის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი 2012 წლის არჩვენებამდე ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკა გილაური იყო, არჩევნების შემდეგ კი კომპანიის დირექტორი, დღეს უკვე ქართული ოცნების სიით საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კოვზანაე გახდა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა ლიდერმა დავით საგანელიემ შეცვალა, წერია კვლევაში. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევამ მოიცვა სახელმწიფო კომპანიებში თანამდებობის წევრების ნათესავების დასაქმების საკითხიც. კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაის მამა ჯემალ შოთაე საქართველოს რკინიგზის ტექნიკური სამსახურის კონსულტანტია და 2016 წლის მანილზე 21 440 ლარი აქვს შემოსავალი, ხოლო 2015 წელს 9 520 ლარი ჰქონდა. გამჭვირვალობა ირაკლი შოთაის ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჯემალ შოთაემ ამ თაბამდებობაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო.

კვლევის მიხედვით, ყოფილი მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის მამა ნუგზარ ბადაშვილი შპს “მყარი ნარჩენების მართვის სააგენტოს” იურისტად მუშაობდა. გიორგი ბადაშვილის დეკლარაციის მიხედვით, მის მამას 2012 წელს თანამდებობრივ სარგოდ აღებული აქვს 8 223 ლარი, 2013 წელს – 20 580 ლარი. ნუგზარ ბადაშვილი 2015 წლიდან რკინიგზის კონტროლისა და აუდიტის სამსახურის თანამშრომელია და 2016 წელს 56 202 ლარი აქვს შემოსავალი.

ზურაბ პატარაე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს, 2014-16 წლებში საქართველოს ელჩი იყო ყაზახეთში. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის მეუღლეს, სოფიო ბაკურიეს, ყაზახეთში საქართველოს რკინიგის წარმომადგენლობაში მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობა ეკავა, წერია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, იოსებ გოგაშვილის, სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მთავარი სპეციალისტი იყო 2014 წელს, ხოლო 2016 წელს გოგაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედაა მითითებული.

კვლევის მიხედვით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაის მეუღლე გიორგი ჩხიკვაე “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” გორის საწყობის უფროსად მუშაობდა 2012-13 წლებში, ხოლო 2015 წლის დეკლარაციის თანახმად, მარაბდა-კარწახის რკინიგზაში სპეციალისტად მუშაობდა.