სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 7 ავტომობილი გლდანის ციხეს ტოვებდა, რომლებსაც წინ გადაუდგნენ ციხის შესასვლელთან
შეკრებილი მოქალაქეები. მათ ქვების სროლით ავტომობილებს ჩაუმსხვრიეს შუშები. თემურ ქერდოყაშვილი მოქალაქეებს უხსნიდა, რომ დღეს დილით გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში რუსთავის ციხიდან გადმოიყვანეს ორი ავადმყოფი პატიმარი, რომლებსაც უკან აბრუნებდნენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომობილები კი ცარიელი იყო. პატიმრების ახლობლების აზრით, აღნიშნული ავტომობილებით პატიმრები გაჰყავდათ გლდანის ციხიდან, რაც გახდა მათი აგრესიის მიზეზი. მათ საბადრაგოს უფროსს სიტყვიერთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ამ დროისათვის გლდანის ციხესთან სიტუაცია განიმუხტა.
პატიმრების ახლობლებმა ციხის საბადრაგოს უფროსი ცემეს[video]

ასევე:
-
„ოცნების“ კოალიციის ყოფილი დეპუტატის თქმით, ციხეში მის შვილზე ძალადობენ -
„ხარვეზები მსჯავრდებულის უფლებებზე უარყოფით გავლენას ახდენს“ — ომბუდსმენი ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმებზე -
პატიმართა ე.წ. „ერთობლივი განცხადება“ არ შეესაბამება სიმართლეს – პენიტენციური სამსახური -
პატიმრის დაზიანების საქმეზე ოფიცერი დააკავეს
-
22.11.2026 სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო – ერთი პირი დაკავებულია, ერთს ეძებენ -
22.11.2026 რუსეთსა და საქართველოს შორის ახალ ფორმატში პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება – გალუზინი -
22.11.2026 საქართველოში სუროგაცია სრულად აიკრძალება – კირცხალია -
22.11.2026 პატრიარქი კირილე არის ომის მაკურთხებელი – მიტროპოლიტი იობი -
22.11.2026 „მიუღებელია ვაღიაროთ ვინმე, ვინც ხელდასხმული არაა“ – რუსეთის საპატრიარქო მიტროპოლიტ თეოდორეს ციტატას ავრცელებს -
22.11.2026 მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს