ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე ნორბერტ ჰოფერი დამარცხდა

ავსტრიის განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატი, ნორბერტ ჰოფერი დამარცხდა.

ნორბერტ ჰობერის საარჩევნო კამპანიის მენეჯერმა განაცხადა, რომ ჰოფერმა უკვე აღიარა დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ვან დერ ბელენის გამარჯვება.

როგორც BBC წერს, ავსტრიაში პრეზიდენტის თანამდებობა ძირითადად ცერემონიულ ხასაითს ატარებს, მაგრამ ეს არჩევნები მიიჩნეოდა იმის ნიშნად, თუ რამდენად მიაღწევდნენ წარმატებას მომავალ არჩევნებში პოპულისტი კანდიდატები.

2016 wlis 22 მაისს ჩატარებული არჩევნების შედეგები, სადაც ვან დერ ბელენმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა, ავსტრიის სასამართლოებმა ხმების დათვლის დროს გამოვლენილი დარღვევების გამო გააუქმეს.

მომავალ წელს არჩევნები ჩატარდება საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში. როგორც BBC წერს, ამ ქვეყნებში ანტიიმიგრაციული და ანტი-მეინსტრიმული პარტიები იხვეჭენ პოპულარობას.

ნორბერტ ჰოფერი. EPA/STRINGER

ნორბერტ ჰოფერი. EPA/STRINGER