ამ წუთებში აქციის მონაწილენი უნივერსიტეტის რექტორს ხვდებიან

რექტორთან შეხვედრამდე აქციის მონაწილენი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში მივიდნენ, მათ სცენიდან მიმართეს შეკრებილ პირველკურსელებს და ლექტორებს და უნივერსიტეტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაია მიაწოდეს.

გამოსვლის დამთავრების შემდეგ მათ ყველას მოუწოდეს, შემოერთებოდნენ აქციას.

რექტორთან შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეები მეორე კორპუსის ფიზიკის დიდ აუდიტორიაში გადასვლას და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გეგმავენ.