თიბილოვს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მეორე ვადით პრეზიდენტობა სურს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მეორე ვადით პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა.

“სამუშაო, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გავწიეთ, რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მოქმედი პრეზიდენტის სახით საშუალებას აძლევს, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. იმედი მაქვს, ჩემ გარშემო მყოფი ახალგაზრდობა მხარს დამიჭერს”, – განაცხადა თიბილოვმა ცხინვალში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კვლავ გაამართლოს ხალხის იმედი.

საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 2017 წლის გაზაფხულზე გაიმართება.