თბილისში მოკლული მამაკაცის ცხედარი ჩანთაში იპოვეს

22 ნოემბერს, გვიან ღამით, თბილისში,  დოლიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც ჩანთაში იყო მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება და მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.