სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები ერთიანი პოლიტიკის გარეშე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  ერთობლივად მოამზადეს სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 22 ნოემბერს გაიმართა.

კვლევის თანახმად, იკვეთება, რომ მთავრობას არ გააჩნია სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით ერთიანი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული საწარმოების ეფექტურ მართვასა და ფუნქციონირებას.

კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებული სახელმწიფო საწარმოების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც საჭიროებს როგორც საკანონმდებლო რეგულირებას, ისე პრაქტიკაში არსებული პრობლემების მოგვარებას. სახელმწიფო საწარმოებში არსებული პრობლემები შემდეგი მიმართულებებით ჯგუფდება – სახელმწიფო საწარმოების დაფუძნება; სახელმწიფო საწარმოების მართვა; სახელმწიფო საწარმოების საკადრო პოლიტიკა; სახელმწიფო საწარმოების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.

კვლეევის ავტორებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რისი შესრულებაც, მათი აზრით, მთავრობას დაეხმარება  ჩამოაყალიბოს სახელმწიფო საწარმოების მართვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თაობაზე სახელმწიფო პოლიტიკა:

[checklist]

[/checklist]