გიორგი ბარათაშვილი, რომელიც დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტს აღარ იკავებს, აცხადებს, რომ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ჰქონდა გადადგომა დაგეგმილი, მაგრამ შესაფერისი დრო ახლა დადგა:
“წლის დასაწყისში მქონდა დაგეგმილი წასვლა, ვფიქრობ, ახლა არის კარგი დრო ამისათვის იმიტომ, რომ ახალი წელი იგეგმება… ვთვლი, რომ ახალი სისხლი სჭირდება [მაუწყებელს]. ჩვენმა გუნდმა ბევრი რამ გააკეთა, პრაქტიკულად დანგრეული ტელევიზია ფეხზე დავაყენეთ. მაქვს სხვა პერსპექტივები, რომელზეც მოგვიანებით ვიტყვი”, – განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.
იგი ამბობს, რომ მას შეთავაზებები აქვს, მაგრამ ვისგან, არ აკონკრეტებს. ასევე ამბობს, რომ პოლიტიკაში არ მიდის.
“ის გუნდი, რომელიც დარჩა, აგრძელებს მუშაობას. უკვე დაინიშნა მოვალეობის შემსრულებელი – თიკო ბერძენიშვილი. ის გააგრძელებს იმ კურსს, რითაც მივდიოდით, და დანარჩენი უკვე ახალ დირექტორზე იქნება დამოკიდებული – ვის აირჩევს საბჭო”, – განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.