რამაზ ნიკოლაიშვილი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დღეს, 31 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

 

რამაზ ნიკოლაიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მისი პირველი მოადგილე, ჯამბულ ბაკურაძე იქნება. 

 

“სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” ვებ-გვერდზე გავრცელდა ფოტომასალა, საიდანაც ირკვევა, რომ რამაზ ნიკოლაიშვილის მხარდასაჭერი ბანერი ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში, გუშინ, 30 აგვისტოს დაიდგა.  

 

                               ფოტო სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებ-გვერდიდან
ფოტო სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებ-გვერდიდან