ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის საპრეზიდენტო პრაიმერიზში დამარცხდა

BBC-ის ცნობით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მემარჯვენე-ცენტრისტული რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების შესარჩევ პრაიმერიზში დამარცხდა.

სარკოზიმ დამარცხება აღიარა და მხარაჭერა გამოუცხადა თანაპარტიელ ფრანსუა ფიიონს, რომელმაც ამ დროის მონაცემებით პირველ რაუნდში გაიმარჯვა. მეორე ადგილზე ყოფილი პრემიერი ალენ ჟუპე გავიდა. ეს ორი კანდიდატი 27 ნოემბერს შემდეგ ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გამარჯვებული კი მონაწილეობას მიიღებს შემდეგი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ფრანსუა ფიიონი პრემიერ-მინისტრის პოსტს ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს, 2007-2012 წლებში იკავებდა.