დედაენის ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია დაიდგმება

თბილისის  მერიის ცნობით, დედაენის ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია დაიდგმება.

მერიის ცნობით, სკულპტურული კომპოზიცია ხვალ, 19 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება. სკულპტურა ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში – სკამებშია დამონტაჟებული და მათი საშუალებით „მეფის“ მუსიკის მოსმენა  24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

სკულპტურული კომპოზიციის ავტორი მოქანდაკე ვლადიმერ იმერლიშვილია, ხოლო პროექტი მერიის დაფინანსებით განხორციელდა.

ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოიცია