გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული. თავისუფალია ორი ან მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობაც.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით ხორციელდება, რასაც ზედამხედველობას საპატრულო პოლიცია უწევს. გზის ამ მონაკვეთზე უამინდობის გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.