რა უნდა შეცვალოს ახალმა პარლამენტმა შსს-სა და პროკურატურაში – არასამთავრობოების რეკომენდაციები

მეცხრე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელმაც ხვალ, 18 ნოემბერს, პირველი სხდომა უნდა გამართოს,  არასამთავრობოებმა პროკურატურასა და შსს-ში გასატარებელი რეფორმების შესახებ დოკუმენტი მოამზადეს. ეს დოკუმენტი მოიცავს საკითხებს, რაზეც ბოლო წლებია, სახალხო დამცველი და არასამთავრობოები საუბრობენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

დოკუმენტზე, რომელიც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ორგანიზებით მომზადდა, 16 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრებიც, თუმცა შეხვედრას მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ოთარ კახიძე დაესწრო. EMC-ის ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს იმ პოლიტიკური ჯგუფების დაპატიჟებაზე, რომლებიც მომვალ პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი. იგი ვარაუდობს, რომ მათი დიდი ნაწილის მოუსვლელობის მიზეზი 18 ნოემბერს პლენარული სხდომის დანიშვნა გახდა.

“ეს არის ჩვენი რეკომენდაციების, საერთაშორისო ორგანიზაცების რეკომენდაციების, ადგილობრივი თემატური კვლევებისა და რეკომენდაციების ერთგვარი შეჯამება, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ გახდება ერთგვარი გზამკვლევი პარლამენტისთვის და ის დაგეგმავს საკუთარ საქმიანობას იმგვარად, რომ ძირითადი გამოწვევები სამართალდამცავ სისტემაში მისი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდეს,”- გნაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას სოფო ვერძეულმა.

პოლიციის სისტემა

პოლიციის სისტემის დეპოლიტიზება

“პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თვალსაზრისით შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტად მძიმე გამოცდილება აქვს,”- ვკითხულობთ დოკუმენტში, სადაც ასევე წერია, რომ ცალკეული ცვლილებების მიუხედავად ამ კუთხით უწყებას დღესაც აქვს პრობლემები.

დოკუმენტის თანახმად, ამის მთავარი განმაპირობებელი სამინისტროს ძლიერი ცენტრალიზაცია და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის მინიჭებული ძალაუფლების ხარისხია, რომლის ფარგლებშიც მინისტრს, ფაქტობრივად, ყველა ტიპის გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ასევე, მინისტრი უშუალოდ ხელმძღვანელობს საკადრო პოლიტიკას. მას შეუძლია, შეცვალოს ან ძალადაკარგულად ცნოს სამინისტროს თანამშრომლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

რეკომენდაციები:

[checklist]

[/checklist]

ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ან გადაცდომის ფაქტებზე ადეკვატური და ეფექტური რეაგირება კვლავ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. ამის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულლია ის გარემოება, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციას დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი აქვს, თავად სამინისტრო კი დახურულია და მის საქმიანობაზე გარე კონტროლის მექანიზმები სუსტია.

რეკომენდაციები:

[checklist]

[/checklist]

ძალის გადამეტების პრევენცია

იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან ძალის გადამეტება, დოკუმენტის თნახმად, საჭიროა სწორი ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება და სხვა რიგი ღონისძიებების გატარება:

[checklist]

[/checklist]

პერსონლურ მონაცემთა დაცვა

დოკუმენტის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, თუმცა დღესაც არსებობს პირად ცხოვრებაში უკანონო და დაუსაბუთებული ჩარევის პრობლემა. საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის გაზაფხულზე არაკონსტიტუციურად ცნო ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი ნორმები, შესაბამისად, მეცხრე მოწვევის პარლამენტს ახალი მოდელის შემუშავება მოუწევს.

[checklist]

[/checklist]

პროკურატურის სისტემა

პროკურატურის დეპოლიტიზება

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის წარმმართველი ორგანოს, დეპოლიტიზება და მისი ინსტიტუციური მდგრადობა პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. მიუხედავად მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის ახალი პროცედურების დანერგვისა, ეს მიზნები კვლავაც არ არის სრულად მიღწეული.

 რეკომენდაციები:

[checklist]

[/checklist]

პროკურატურის ანგარიშვალდებულება
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროკურატურის მიმართ არსებული საზოგადოებრივი ნდობის ხარისხი მაინც დაბალია, რაც დიდწილად გამოწვეულია თავად სამსახურის დახურულობით.
რეკომენდაციები:

[checklist]

[/checklist]

საგამოძიებო და საპროკურორო სისტემის რეფორმა

დოკუმენტის თანახმად, დღეს გამომძიებლისა და პროკურორის როლები ერთმანეთშია აღრეული, რაც ართულებს კონკრეტულ სიტუაციში პასუხისმგებელი სუბიექტის გამოკვეთას. გარდა ამისა, ეს ასუსტებს ეფექტური საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებას, რაც, საერთო ჯამში, გამოძიების კანონიერებაზე ახდენს გავლენას.

რეკომენდაციები

[checklist]

[/checklist]

 

პროკურატურისა და შსს-ს პოზიციები რეკომენდაციებთან დაკავშირებით

17 ნოემბერს გამართულ შეხვედრას შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, უახლოეს მომალვაში საჯარო გახდება როგორც პროკურატურის, ასევე შსს-ს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, სადაც რეკომენდაციების ნაწილი უკვე ასახული იქნება.

საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, პროკურატურა მუშაობს პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვაზე, პროკურორთა დისციპლინური პასუხისმგებლობის კრიტერიუმების გამჭვირვალობასა და მედიაპოლიტიკის დოკუმენტზე.

რაც შეეხება საჯაროობას, მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციის გასაჯაროებისას პროკურატურა ითვალისწინებს პროცესის მონაწილეთა ინტერესებს:

“ერთია, დააკმაყოფილო საზოგადოების ინტერესი, მაგრამ ინფორმაციის გასაჯაროებისას ყოველთვის ვითვალისწინებთ აუცილებლად საქმის ინტერესებს და აუცილებლად ვითვალისწინებთ პროცესის იმ მონაწილეთა ინტერესებს, რომლებიც ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არიან ჩართული,”- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბუბა ლომუაშვილმაც განაცხადა, რომ ის მიმართულებები, რაზეც ხაზი იყო გასმული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მეტწილად უკვე შესრულებულია.

“რამდენიმე დღის უკან ჩვენ დავასრულეთ თითოეული დეპარტამენტის ფუნქციური ანალიზი. რაც გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ, თუ რა გამოწვევები გვაქვს და სამომავლოდ როგორ ვხედავთ შინაგან საქმეთა სამინისტოს ფუნქციონირებას. ამასთანავე, შსს-ს ისტორიაში პირელად, კერძო უწყება “სინერჯი” იყო შემოსული შინაგან საქმეთა სამინისტროში და მანაც ჩაატარა სამინისტროს სისტემის ფუნქციური ანალიზი,”- განაცხდა ლომუაშვილმა.

მისივე თქმით, რეკომენდაციები, რომლებსაც იზიარებენ, ეხება ფუნქციების გამიჯვნას, პერონალური მონაცემების დაცვის საკითხებს და გენერალური ინსპექციის მოდერნიზებასა და განვითარებას.

რაც შეეხება დეპოლიტიზებას, ლომუაშვილის თქმით, შსს-ში ეს პრობლემა არ არსებობს:

“დეპოლიტიზების კუთხით შინაგან საქმეთა სამნისტრომ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა. წინასაარჩევნო პერიოდშიც, მინისტრის ბრძანებით, ჩვენ შევხვდით ჩვენს თანამშრომლებს, ავუხსენით, თუ როგორი აქტივობები და როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ ამ პროცესებთან მიმართებაში,”- განაცხადა მან.

სოფო ვერძეულის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიზების პრობლემა რჩება ასეთ საკამათო საკითხად, EMC-იმ მოამზადა კვლევა, რომელიც შეეხება პოლიციის საქმიანობაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას.

“ჩვენ არა მარტო ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარემო შევაფასეთ, არამედ კონკრეტული შემთხვევები აღვწერეთ, სადაც ვფიქრობდით, რომ პოლიციის ქმედება არ იყო დაცლილი პოლიტიკური გავლენებისგან. ამაზე მიუთითებდა საქმის გარემოებები, ის ადამიანები, რომელთა მიმართაც პოლიციამ არაპროპორციული საპოლიციო მეთოდები გამოიყენა, ის შედეგები, რომელიც ამ საქმეში დადგა, საერთო ჯამში, საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტური გარემოება, რომელმაც ჩვენ გვაფიქრებინა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევებში პოლიციის მოქმედება არ იყო დისტანცირებული პოლიტიკური კონტექსტიდან და პროცესებისგან. ასეთი კვლევების შექმნა, დოკუმენტირება, მტკიცებულების შექმნა, ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ პრიბლემის აღიარება მოხდეს. ამ პროცესში მთავარია ის, რომ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ის მზად არის, ინსტიტუციური რეფორმების გზით დაასრულოს ის რეფორმები, რაც მდგომარეობს სამართალდამცავ სისტემაში პოლიტიკური გავლენების არსებობაში,”- განაცხადა მან.

EMC აპირებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად ითანამშრომლოს პარლამენტთან და ხელი შეუწყოს ფორმატის შექმნას თავად სამართალდამცავ უწყებებთან თანანშრომლობისთვისაც.