ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას BBC კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

BBC -ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს “საარჩევნო პროგრამის იმპლემენტაციაში” წარმატება უსურვა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მზადაა ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის, რომელიც “თანასწორობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული”.

რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად 8 ნოემბერს აირჩიეს. მისი ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს შედგება.