საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან დამარცხდა ანგარიშით 22-28 [ფოტო]
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონისის ნაკრებთან ექვსქულიანი სხვაობით, ანგარიშით 22:28 დამარცხდა.
ეროვნული ნაკრები ნოემბერში კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს. 19 ნოემბერს თბილისში სამოას ნაკრებს ეთამაშება, 26 ნოემბერს -შოტლანდიის ნაკრებს, ქალაქ ქილმარნოში. 2016 წელს საქართველოს ნაკრებმა რვა თამაში ჩაატარა – 7 მოგება და ერთი ფრე. შედეგად გუნდმა მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. გუნდი მიზნად ისახავს წლის დაუმარცხებლად ჩამთავრებას და მსოფლიოს მოწინავე ათეულში დამკვიდრებას.