მუსიკოსი ლეონარდ კოენი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი კანადელი მუსიკოსი და შემსრულებელი ლეონარდ კოენი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კოენის ოფიციალურ ფესიბუკ გვერდზე ადასტურებენ. გარდაცვალების დრო და მიზეზი უცნობია.

ლეონარდ კოენის მუსიკალური კარიერა დაახლოებით 50 წელს გაგრძელდა. ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოეტად და მუსიკოსად მიიჩნევა. მისი ბოლო ალბომი “You want it Darker” გასულ თვეს გამოვიდა. 2008 წელს როკის დიდების ხეივანის წევრი გახდა.