თბილისის საკონცერტო დარბაზში 10-13 ნოემბერს თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება.
10 ნოემბერს ფესტივალს ბრიტანელი ჯაზშემსრულებელი ჯეიმი კალუმი გახსნის. 11 ნოემბერს კი ქართველი მელომანების წინაშე გრემის მფლობელი მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი წარდგება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, წლევანდელი ჯაზფესტივალის 4-დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეა ასევე ცნობილი ჰოლანდილი საქსაფონისტი ქენდი დალფერი, რომელიც საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ფესტივალს ჯაზვოკალისტის, გრეგორი პორტერის კონცერტი დახურავს.
ფესტივალის პროგრამა: