ეგვიპტეში საკვების მარაგი იწურება, მსოფლიოში კი ნავთობის ფასი იზრდება

ეგვიპტეში პრეზიდენტ ხოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით გამოწვეული  დემონსტრაციების ფონზე მოსახლეობისათვის ძირითადი საკვები პროდუქტები  სულ უფრო რთულად მოსაპოვებელი ხდება.

ქვეყანაში მრავალ ოჯახს  ძირითადი საკვების-პურის, ლობიოსა და ბრინჯის მარაგი ეწურება და ისინი საკვები პროდუქტების მომარაგებას ვერ ახერხებენ.

ეგვიპტეში შექმნილმა არეულობამ ქვეყანაში ყოველდღიური ცხოვრების პარალიზება გამოიწვია, სურსათის მრავალი მაღაზია დაიკეტა, ხოლო კვების პროდუქტების დისტრიბუცია შეჩერებულია.

„მე ორი შვილი მყავს და მათ გამოსაკვებად პროდუქტების მხოლოდ 2 დღის მარაგი დამრჩა,“-განუცხადა CNN-ს სკოლის ადმინისტრატორმა, გამალატ გადელამ.

„კომენდანტის საათის გამოცხადებასთან ერთად არ ფუნქციონირებს რესტორნები, არ არის საკვები და გაზი, ძირითადი მოთხოვნილების საქონელზე მალე დეფიციტი შეიქმნება“-აღნიშნული ინფორმაცია ეგვიპტელმა ბლოგერმა საკუთარიტვიტერის საშუალებით გაავრცელა.

ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიამ, Nile-TV-მ კი მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი დააფუძნა, რათა პურზე შექმნილი დეფიციტის შემთხვევაში, დარეკონ და ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადონ.

ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების ფონზე, 2 თებერვლის მონაცემებით,  მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა. მარტის ფიუჩერსების ფასი, ლონდონის ბირჟაზე IСE (InterContinental Exchange Futures) ვაჭრობის შედეგად, ჩრდილოეთის ზღვის ნარევი ნავთობის მარკაზე-Brent Crude Oil, 60 დალარით გაიზარდა და ბარელზე 102,34 დოლარს მიაღწია, ხოლო ნიუ-იორკის საფონდო   ბირჟაზე NYMEХ (New York Merchantile Exchange), ამერიკულ მსუბუქ ნავთოზე მარკით Light Sweet Crude Oil მარტის ფიუჩერსების ფასი 0,09 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 90,86 დოლარს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში 25 იანვრიდან მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს პრეზიდენტ ხოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით, რომელიც, 30 წელია ეგვიპტის სათავეშია. გაეროს ოფიციალური მონაცემებით, არეულობების შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა 300-ს აღწევს, ხოლო დაჭრილების რაოდენობა დაახლოებით 4000-ია.

მოვაჭრეები შიშობენ, რომ უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა, სუეცის არხი, უახლოეს მომავალში, განვითარებული მოვლენების ფონზე, დაიხურება.

ეგვიპტეში შექმნილი არეულობების შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატები ნავთობს იმარაგებს, ამის შესახებassociated press იუწყება. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკაში ნავთობის კომერციული მარაგი (სტრატერგიული მარაგის გამოკლებით) 28 იანვარს ამოიწურა, ხოლო ამ კვირაში მარაგი 2.59 მილიონი ბარელით (0.8%-ით) შეივსო  და ჯამში,  343,16 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Exit mobile version