თვითმფრინავმა, რომელზეც ფილიპინების შს მინისტრიც იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა

ექვსადგილიანი თვითმფრინავი შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლიურ ქალაქ ნაგაში მიფრინავდა.
 
ბორტზე მინისტრთან ერთად მისი თანაშემწეც იმყოფებოდა, ის სავარაუდოდ ერთადერთია, ვინც კატასტროფას ცოცხალი გადაურჩა. წყალში ჩავარდნამდე ფილიპინების შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწე თვითმფრინავიდან გადახტა.
 
ავიაკატასტროფამდე ცოტახნით ადრე პილოტმა დისპეტჩერს შეატყობინა, რომ ავარიული დაჯდომა უნდა განეხორციელებინა, თუმცა მან ეს ვეღარ მოახერხა.
ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. მინისტრის თანაშემწის განცხადებით, თვითმფრინავის პროპელერი მოულოდნელად გაჩერდა.
 
მინისტრის და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანების ბედი ჯერ–ჯერობით უცნობია, სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.