ახალი ამბებიეკონომიკა

H&M-ის მაღაზია “გალერეა თბილისში” 2017 წლის სექტემბრიდან გაიხსნება

7 ნოემბერი, 2016 • 2861
H&M-ის მაღაზია “გალერეა თბილისში” 2017 წლის სექტემბრიდან გაიხსნება

ტანსაცმლის შვედური ბრენდის, H&M -ის პირველი მაღაზია “გალერეა თბილისში” 2017 წლის სექტემბერიდან გაიხსნება. ხელშეკრულება H&M-სა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შვილობილ კომპანიას,  “თბილისი პლაზას” შორის გაფორმდა. სავაჭრო ცენტრი “გალერეა თბილისის” სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “თბილისი პლაზა” ქართულ ბაზარზე სხვა ახალი ბრენდების შემოყვანასაც ისახავს მიზნად.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ყოფილი უნივერმაღის შენობა 2015 წლის აპრილში შეიძინა. პროექტი მიზნად ისახავს მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას რუსთაველის N2/4-ში.  სავაჭრო ცენტრი 22 000 კვ.მ-ს დაიკავებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ აშშ დოლარია.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი