8 ნოემბერს თბილისში საქართველო-რუსეთის ბიზნესფორუმი გაიმართება

8 ოქტომბერს თბილისში საქართველო-რუსეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელიც ორგანიზტორთა განცხადებით, მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ბიზნესფორუმი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და მისი წევრი კომპანიის “უნივერს ბიზნეს ჯგუფის” ორგანიზებით ეწყობა.

ბიზნესფორუმში რუსეთის მხრიდან 80-მდე კომპანია ინფრასტრუქრურის, ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორიდან იქნებიან წარმოდგენილი.

“რუსეთიდან წარმოდგენილი კომპანიები დაინტერესებული არიან შესაბამისი ბიზნესსექტორების წარმომადგენელ ქართულ კომპანიებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოებების გააქტურებითა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებით. ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები,” – აცხადებენ დამსაქმებელთა ასოციაციაში.

რუსი ბიზნესმენების თბილისში სავარაუდო ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განცხადება 20 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.