მოხეში მუსლიმების უფლებების დარღვევაზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” სარჩელი მოხეში მუსლიმების უფლებების  დარღვევასთან დაკაშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  წარმოებაში მიიღო.

სასამართლოს ცნობით, მან კითხვები გადაუგზავნა მთავროობას იმასთან დაკავშირებით, მართლაც დაირღვა თუ არა მუსლიმი ადამიანების მიმართ ევროკონვენციის მე-3 მუხლი და მოექცნენ თუ არა მათ ღირსების შემლახავად.

EMC-მ ევროპულ სასამართლოს 10 სექტემბერს მიმართა. სარჩელი საუბარია იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ მუსლიმი მოქალაქეების მიმართ ევროკონვენციის მესამე, მერვე, მეცამეტე და მეთოთხმეტე მუხლები დაარღვია.


 

მოვლენების ქრონოლოგია: