ეროვნული ბანკის მიერ 2 ნოემბრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4123 ლარი ღირს, რაც წინა დღის გაცვლით კურსზე 0.0034 ერთეულით მეტია.
ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. 2 ნოებრის გაცვლითი კურსით, 1 ევრო 2.6535 ლარი ეღირება, რაც 1 ნოემბერს არსებულ მაჩვენებელს 0.0146 ერთეულით აღემატება.
აგვისტოს შემდეგ ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა. მაშინ 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარი იყო.