კენჭისყრის დღე – სამართლიანი არჩევნების შეფასება 15.00 საათისთვის

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრის პროცესი უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აქვს ადგილი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ხასიათის დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მარნეულის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება.

გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დეტალურ ინფორმაციას, რომელიც ვითარებას 15.00 საათისთვის ასახავს:


 

2016 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 700-მდე დამკვირვებლისგან შემდგარი მისიით 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდება.

ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში „სამართლიანი არჩევნების“ 600-ზე მეტი მოკლევადიანი დამკვირვებელი კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს PVT მეთოდოლოგიით დააკვირდება. ამასთან ერთად, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე არიან წარმოდგენილი ოთხ ოლქში: #36 მარნეულის; #44 ახალციხე-ადიგენის; #49 ქუთაისის და #66 ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. „სამართლიანი არჩევნების“ მისიაში 40 მობილური ჯგუფი და საოლქო საოლქო საარჩევნო კომისიების 43 დამკვირვებელია, ხოლო ცენტრალურ ოფისში მონაცემთა და ინციდენტების ცენტრები მუშაობს.

ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრის პროცესი უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აქვს ადგილი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ხასიათის დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მარნეულის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება.

ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულია საარჩევნო უბანზე ძალადობის – 1, ხმის ფარულობის დარღვევის – 3, მარკირებული ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის – 1, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის – 1, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების – 7, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის -1, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის – 2, და მარკირების პროცედურის დარღვევის 1 შემთხვევა.

ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის (PVT შედეგები)

„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, 12:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა წარმოადგენს 12.7%-ს +/-0.4% ცდომილების ფარგლებში. ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის დროს 12:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა (19.7% +/- 0.3%).

PVT-ის ინფორმაციის ანალიზი ასევე იძლევა საშუალებას, ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო უბნების 96%-ზე ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, ხოლო საარჩევნო უბნების 4%-ზე ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში.

კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის დროს დაფიქსირებული დარღვევები

ძალადობა საარჩევო უბანზე

ხმის მიცემა მარკირებული ამომრჩევლის მიერ

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე

კომისიის წევრის მიერ ფუნქციის არაჯეროვნად შესრულება

წარდგენილი საჩივრები

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 34 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 19, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – 18 საჩივარი.

სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას, ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის – www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო SMS-ით ნომერზე 90039. არჩევნების პორტალზე ასევე შესაძლებელია ნებისმიერი დარღვევის შესახებ ფოტო და ვიდეომასალის მოწოდება.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 10 ოპერატორის, 10 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:

სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. გარდა ამისა, არჩევნების მეორე ტურზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, და ევროკავშირის შეხედულებებს.