TI წვრილ და შედარებით სერიოზულ დარღვევებზე 12.00 საათისთვის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  არჩევნების მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საარჩევნო უბნების გახსნიდან 12.00 საათამდე ორგანიზაციამ დააფიქსირა  30-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა.

“ჩვენი დაკვირვებით, ამ ეტაპზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ყველა ის საარჩევნო უბანი, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები იმყოფებიან, დროულად გაიხსნა”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”.

ორგანიზაციის ცნობით, მათ დააფიქსირეს  30-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა და ორგანიზაციის დამკვირვებლებმა  6 საჩივარი დაწერეს.

TI-ის ცნობით, მეტ-ნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

[checklist]

[/checklist]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით,  2016 წლის 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 197 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებული. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 28 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.