10:00 სთ-ის მონაცემებით, საიას 17 საჩივარი აქვს დაწერილი უბნებზე დარღვევების შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმ დარღვევების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რასაც ადგილი ჰქონდა დღეს, დილის 10 საათამდე საარჩევნო უბნებზე. ამ დროისთვის საიას დამკვირვებლებმა 17 საჩივარი დაწერეს და 5 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

საიას შეფასებით,  პრობლემები ძირითადად დაფიქსირდა წილისყრის პროცედურებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ არსათანადო ქცევასთან დაკავშირებით. ასევე, აღინიშნა კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების რამდენიმე ფაქტი. რამდენიმე დარღვევა საიას დამკვირვებლის მითითების ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის მითითების შედეგად აღმოიფხვრა. გთავაზობთ საიას მიერ დაფიქსირებული დარღვევების ჩამონათვალს, დილის 10:00 საათისთვის:

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

კომისიის წევრის მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება

ინფორმაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე

წილისყრის პროცედურების დარღვევები

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის დაწყებამდე ტარდება წილისყრის პროცედურა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის კომისიის წევრის ფუნქციების გამოსავლენად და უპირველესად პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრთაგან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში). ამასთან, ისინი არ შეიძლება იყვნენ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრები, ხოლო კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება მორიგი წილისყრა.

“მიგვაჩნია, რომ კომისიის წევრების მიერ წილისყრაზე უარი ან წილისყრის შედეგად გამოვლენილი ფუნქციის შესრულებაზე უარი, წარმოადგენს კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვან ან ბრალეულ შეუსრულებლობას, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების პროცედურების კანონის მოთხოვნების თანახმად წარმართვას.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურამდე, 7 ოქტომბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავდა კენჭისყრის დღეს  ნაციონალური მოძრაობისკომისიის წევრები გადასატან ყუთთან ერთად გაეშვა. ამიტომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომროგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, „ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელი არც ერთი წევრი არ დატოვებს საარჩევნო უბანს და არ გაჰყვება გადასატან ყუთს.“

მიგვაჩნია რომ აღნიშნული განცხადება არ მოდის შესაბამისობაში კანონის დანაწესებთან: საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს.

ამას გარდა, აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის პრობლემურობას და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით რეფორმის გატარებას აუცილებლობაზე მიუთითებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა, საია-ს თავმჯდომარემ დღეს მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე.

საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურზე აღნიშნული საკითხი საიამ სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს განმარტებით, გადასატან ყუთზე გაყოლა საარჩევნო კომისიის წევრის ვალდებულებას წარმოადგენდა. განმეორებითი კენჭისყრის დღეს, 22 ოქტომბერს, ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული კომისიის წევრები გაყვნენ გადასატან ყუთს. ასევე სასამართლომ განმარტა, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება უნდა მიეცა ასეთი კომისიის წევრისათვის, მონაწილეობა მიეღო შემდგომ წილისყრაში კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გამოვლენის დროს.

თელავის #45 უბანზე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ წილისყრაში არ მიაღებინა მონაწილეობა არცქართული ოცნებისდა არცერთიანი ნაციონალური მოძრაობისმიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრებს. თავმჯდომარემ განმარტა, რომ ხელმძღვანელობდა ცესკოს მიერ 23 ოქტომბერს მიღებული #72/2016 დადგენილებით. საიას დამკვირვებელმა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეატყობინა, რომელმაც შესაბამისი მითითება მისცა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი დაიწერა.

არაუფლებამოსილი პირები საარჩევნო უბანზე

საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებული ხარვეზები

სხვა პრობლემები

30 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს, თბილისსა და 9 რეგიონში საია 400-მდე დამკვირვებლით აკვირდებასტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 300-მდე საარჩევნო უბანში. 45 მაჟორიტარულ ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები.

საიას მიმართვა ხელისუფლებას და ამომრჩევლებს

ანა ნაცვლიშვილის თქმით, გუშინ, 29 ოქტომბერს მათი ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის ცნობილი გახდა, რომ  თბილისსა და რეგიონებში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს მისცეს მითითება, რომ  კენჭისყრის დღეს უბანში მისვლისას და მათ მიერ არჩევანის გაკეთებისას ბიულეტენში არჩევანი განსხვავებული ფორმით დააფიქსირონ. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტისქართული ოცნებისკანდიდატის ნომერი შემოხაზონ ოთხკუთხედი ფორმით და პარალელურად განახორციელონ მათ მიერ დაფიქსირებული არჩევანის ფოტოგადაღება. გუშინ, 29 ოქტომბერს პოლიტიკურმა გაერთიანებამქართულმა ოცნებამგანცხადება გაავრცელა და უარყო მსგავსი მითითების გაცემა

“კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფაქტი შეესაბამება რეალობას, საქმე გვექნება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან. კერძოდ, საარჩევნო კოდექსით  აკრძალულია: ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე; აკრძალულია ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის კაბინაში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს – არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც   აღქმული იქნება, როგორც კონტროლი ამომრჩევლის ნებაზე.

ამომრჩევლებს – არჩევანის დაფიქსირებისას ნება თავისუფლად გამოავლინონ და არ დაარღვიონ საარჩევნო კანონმდებლობა კაბინაში ფოტოვიდეოგადაღების წარმოებით. განვმარტავთ, რომ ამომრჩეველს აქვს უფლება გააკეთოს არჩევანი ფარულად. ამომრჩეველი არ არის ვალდებული იდენტიფიცირება მოახდინოს (გააკეთოს განსხვავებული ფორმით არჩევანი) ან გაასაჯაროვოს მის მიერ გაკეთებული არჩევანი”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.